logo_geo
eng_logo
სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

24 სექტემბერი. 2021. 17:36

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შენობას უკვე შეეცვალა სახურავი, ამჟამად კი კარ-ფანჯრების შეცვლა გრძელდება.

 

პროექტით გათვალისწინებულია სანტექნიკის, ელექტრო გაყვანილობის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, იატაკის შეცვლა. სამზარეულოს, ჭერის განახლება, გარე კიბეების და ბაქანის ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, ლიფტის, ცენტრალური გათბობის მოწყობა და სამღებრო სამუშაოები.

 

კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

 

საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მეტალ+“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

 

საბავშვო ბაღის შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვალისწინებული და ათეული წლებია კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

 

„მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების აშენება და არსებულის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ერთერთი პრიორიტეტია. სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში, რომლის ხელშეწყობაც ჩენი ვალდებულებაა“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner