logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს
- +

24 სექტემბერი. 2021. 19:30

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

 

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც არ მიუღია და რომ არავაქცინირებული ხალხი ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

 

„ჩვენ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ ამერიკელების ვაქცინაციაში, მაგრამ ახლა არავაქცინირებულთა პანდემია გვაქვს. გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ეს ტრაგედია თქვენამდე მოვიდეს - აიცერით. შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე. ბოლო რვა თვის განმავლობაში, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ახლა კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ. გვაქვს ინსტრუმენტები და გეგმა და ეს სამუშაო ერთად უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წლის და უფროსი ასაკის პირების, ასევე თანმხლები დაავადების მქონე და ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია, მესამე დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner