logo_geo
eng_logo
ვარშაველებმა მიხეილ სააკაშვილს რაც უმამაძაღლია, ყველაფერი პირში მიახალეს
- +

26 ივლისი. 2016. 16:06



რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ვარშავის უნივერსიტეტს სტუმრობდა, თურმე, სადაც ადგილობრივებმა არც ისე სასიამოვნო სიურპრიზი დაახვედრეს და რაც უმამაძაღლია, ყველაფერი პირში მიახალეს - ვარშაველმა ანარქისტებმა შეხვედრის დასაწყისში ფოიეში საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში ჩატარებული რეფორმები და კრიმინალური წარსული შეახსენეს, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა მის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად - უნივერსიტეტის ფოიეში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობა".


„ტაიმერის" ინფორმაციით, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ანარქისტთა ჯგუფმა მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ისინი სააკაშვილს ქართულად ეძახდნენ „მკვლელს", „ქართველ პინოჩეტს" და სკანდირებდნენ „გლდანტანამოს".

 

„სააკაშვილი ევროპაში დღემდე გმირი ჰგონიათ იმიტომ, რომ მასზე იმ ინფორმაციის მეტი, რაც მის დროს ვრცელდებოდა, არ შემოდის ევროპისთვის გასაგებ ენაზე. ჩვენ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდის კვლევა მოგვიწია ქართველი ჟურნალისტის, ეკატერინე ლემონჯავას პოლონური წიგნისთვის დანართის გასაკეთებლად. კარგად ვიცით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ვიცით, რამდენი ხალხი მოკლა, რა ტიპის რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, მისი ვიზიტის შესახებ ძალიან გვიან გავიგეთ, რამაც საშუალება არ მოგვცა, უფრო მასშტაბური ყოფილიყო ჩვენი პროტესტი", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner