logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ბოკერია დღეს ციხეში უნდა იჯდეს!
- +

24 სექტემბერი. 2021. 21:16

 

 

„მე მუსიკოსი ვარ, ხელოვნების მუშაკი ვარ და კონკრეტულად ვის ეკუთვნის სულხანის საქმის გამოძიება, არ მესმის მაგდენი... ერთ რამეს დააკვირდით, აბა  სულხანი რომ იძახდა, გიგა ბოკერიამ მაწამაო, გაზეთშიც წერდა, ტელევიზიითაც ამბობდა - თუ გაგიგიათ როდისმე, რომ ბოკერიას ეთქვა, ტყუილია ეგო? სულხანს რომ ვეკითხებოდი ამაზე, რატომ არ იღებს ბოკერია ხმას-თქო, მიპასუხა - იმიტომ არ იღებს, რომ მერე ისეთ დეტალებს ვეტყვი, ენას მუცელში ჩაიგდებსო“, - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრს“  კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ნაწამები სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა გიგა ბოკერიაზე საუბრისას განუცხადა.

 

„როდესაც სულხანი კონტროლის პალატის თავმჯდომარედ დააყენეს, მასთან მუშაობდა ვინმე ბოკერია, ხნიერი კაცი და უთქვამს - მე წავალო და ჩემი შვილი, ლევან ბოკერია, მიიღეთ ჩემს მაგივრადო. როდესაც სულხანმა ის ყმაწვილი გაიცნო, როგორც შვილს, ისე მოეფერა, ასწავლა საქმე... მამამისიც დატოვა სამსახურში და შვილიც მიიღო. როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, სულხანს ამბავი მოუტანეს, კარგი თვალით არ გიყურებენ ესენი შენო (მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობს - ნ.ლ.), ჩემმა შვილმა იმ ახალგაზრდა ბიჭს, ლევან ბოკერიას უთხრა - შენი მოგვარე თუ ნათესავი რომ არის, წადი ერთი და ჰკითხე, რას გვერჩის, რა უნდა ჩვენგანო. წავიდა ის ყმაწვილი და რომ მოვიდა, სულხანს ეუბნება - გიგა ბოკერიამ სია მაჩვენაო, აი, ესენი უნდა დავიჭიროთო და იმ სიაში თქვენც ხართო... ესე იგი, გიგა ბოკერიას თავიდანვე განზრახული ჰქონდა სულხანის დაჭერა და ამის მოწმეც არსებობს, ის ახალგაზრდა ბიჭი! დანაშაული არ ჰქონდათ ადამიანებისთვის დადგენილი და სიები ჰქონდათ უკვე, ვინ დაეჭირათ იმ შობელძაღლებს!

 

ბოკერია დღეს ციხეში უნდა იჯდეს, გინდაც ფულის გაფლანგვაზე, გინდაც სისხლიმსმელობაზე. რაც თავის ცხოვრებაში მაგას ცუდი გაუკეთებია, პასუხი არ უნდა აგოს? მე იმას კი არ ვამბობ, ჩამოახრჩვეთ, დახვრიტეთ-თქო, კუთხეში მაინც დააყენეთ და ბოდიში მაინც ათქმევინეთ, კაცო! ჩემს შვილს არც ბოდიში უშველის აწი და არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად გულზე მივიდოდა, რომ კაცმა დანაშაული იგრძნო. პირიქით, აქეთ თავზე გვაჯდება დღეს და გვმოძღვრავს! რად უნდა საქართველოს ასეთი დემოკრატია, ერთი მითხარით?“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner