შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" რეპლიკებს ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „მიშა გზაშია" და საქართველოში დაბრუნებას აპირებს და ამბობს:
„სააკაშვილი თუ მართლა გზაშია, ფრთხილად იყოს, ფეხი არ გადაუბრუნდეს და კისერი არ მოიტეხოს", - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.