logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს
- +

24 სექტემბერი. 2021. 23:33

 

 

„სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ამ მხრივ, ჩვენ წინადადებით გამოვდივართ, დაუყოვნებლივ დასრულდეს სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა ტყვეების დაბრუნების პროცესი. ასევე აუცილებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის განახლება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

სომხეთის პრემიერ -მინისტრის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ძალის გამოყენებით შექმნილი სიტუაცია ლეგიტიმურობას ვერ მიიღებს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

 

„არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლება არ შეიძლება ძალის გამოყენებით შეჩერდეს. კონფლიქტი არ შეიძლება ძალის გამოყენებით მოგვარებულად ჩაითვალოს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სამართლიან გადაწყვეტას ელოდება. ამას თანათავმჯდომარე ქვეყნების განცხადებები მოწმობს, რომლებიც ხაზს უსვამენ მოლაპარაკებების პროცესის განახლების აუცილებლობას ცნობილი პრინციპების საფუძველზე“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner