ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, სომალის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გაერო-ს თანამშრომლები. თვითმკვლელმა ტერორისტებმა გაერო-ს ერთ-ერთი მისიის შტაბ-ბინასთან და აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელთა ბაზასთან აიფეთქეს თავი.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, 7 დაღუპული გაერო-ს მისიის დაცვის სამსახურში მუშაობდა.
პასუხისმგებლობა ტერაქტების ორგანიზებისთვის ექსტრემისტულმა დაჯგუფება „აშ შაბააბმა" აიღო.