logo_geo
eng_logo
სომალში მომხდარი ტერაქტების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
- +

26 ივლისი. 2016. 16:25



ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, სომალის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გაერო-ს თანამშრომლები. თვითმკვლელმა ტერორისტებმა გაერო-ს ერთ-ერთი მისიის შტაბ-ბინასთან და აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელთა ბაზასთან აიფეთქეს თავი.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, 7 დაღუპული გაერო-ს მისიის დაცვის სამსახურში მუშაობდა.


პასუხისმგებლობა ტერაქტების ორგანიზებისთვის ექსტრემისტულმა დაჯგუფება „აშ შაბააბმა" აიღო. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner