logo_geo
eng_logo
მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა
- +

25 სექტემბერი. 2021. 02:23

 

 

მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა.

 

„უფროსი კაპრალი მაქსიმ ბლასკო მალიში ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთისთვის დაიღუპა. ქედს ვიხრი მისი გამბედაობისა და ღრმა ერთგულების წინაშე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის ძმებსა და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner