მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა.
„უფროსი კაპრალი მაქსიმ ბლასკო მალიში ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთისთვის დაიღუპა. ქედს ვიხრი მისი გამბედაობისა და ღრმა ერთგულების წინაშე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის ძმებსა და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.