„გერმანიის მოკავშირეებს არჩევნების შემდეგაც შეუძლიათ გერმანიის იმედი ჰქონდეთ“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენს პარტნიორებს ჩვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, ხოლო კონკურენტებმა ანგარიში უნდა გაგვიწიონ. ჩემს ქვეყანაში პოლიტიკური გარდაქმნების ჟამს მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ არჩევნების შემდეგაც, გერმანია ის ქვეყანა იქნება, რომელიც თავის საერთაშორისო ვალდებულებებს იაზრებს და მათ შეასრულებს“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე მათი პასუხისმგებლობა შეახსენა.
„იმ პრეროგატივებს, რომლითაც ზესახელმწიფოები გაეროს სისტემაში სარგებლობენ, გამართლება მანამ აქვს, სანამ ეს ქვეყნები მხარს უჭერენ საერთაშორისო წესრიგს ყველას ინტერესებიდან გამომდინარე და არ უგულებელყოფენ ან ძირს არ უთხრიან მას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.