ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Bild" ავრცელებს.
დაუდასტურებელი ცნობით, თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. დაღუპული კლინიკის ექიმია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ინციდენტი ბერლინის შტეგლიტცის რაიონში ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის კლინიკაში მოხდა.