logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან
- +

25 სექტემბერი. 2021. 02:58

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია და რომ არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

 

„ეს არავაქცინირებულთა პანდემიაა და გამოწვეულია იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს უპრეცედენტო და წარმატებული ვაქცინაციის პროგრამა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ხუთი თვის განმავლობაში, უფასო ვაქცინები 80 000 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი იყო, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 70 მილიონზე მეტი ამერიკელი, რომლებსაც ვაქცინის ერთო დოზაც კი არ მიუღიათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია და ახლა კრიტიკული მომენტის წინაშე დგას.

 

„გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ეს ტრაგედია თქვენამდე მოვიდეს - აიცერით. შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე. ბოლო რვა თვის განმავლობაში, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ახლა კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ. გვაქვს ინსტრუმენტები და გეგმა და ეს სამუშაო ერთად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner