logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძემ ოპერის ხელმძღვანელებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა
- +

26 ივლისი. 2016. 16:39



საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ბრიფინგი გამართა.


მინისტრმა ოპერის და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობების დატოვება შესთავაზა.



„სამინისტროს არაერთი მცდელობა, რომ ბრალდებები მხარეებს მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, სამწუხაროდ, მე ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს. უფრო მეტიც, ამან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები.

 

 სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თანამდებობა დღის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო თავის მხრივ მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით",-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner