დასავლური პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ქალაქ სენტ-ეტიენ დიუ რუვრეში ჩასვლის დროს განაცხადა, რომ თავდამსხმელები, რომლებმაც ეკლესიაზე განახორციელეს თავდასხმა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ.
მისივე თქმით, თავდასხმის მიუხედავად, საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას გააგრძელებს.
როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, თავდამსხმელებმა ეკლესიაში მყოფ მღვდელს, 84 წლის ჟაკ ჰამელს დანით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
სამართალდამცველები ასევე იტყობინებიან, რომ თავდამსხმელებმა ერთი მძევალი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარს გამოეხმაურა რომის პაპი ფრანცისკე და თავდასხმას „აბსურდული ძალადობა" უწოდა.