მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის, წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე „ჭყონდიდლობა“ აღინიშნა.
2021 წელს „ჭყონდიდლობა“ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღინიშნა. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებული 3 ქვეყნის (პოლონეთი, უკრაინა, ბელარუსია) დელეგაციასთან ერთად გვირგვინით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი.
მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში დაათვალიერონ სახვითი ხელოვნების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილია კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები (პედაგოგი ამალია ჭილაია), ასევე ადგილობრივ შემოქმედთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.