logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ცაგერში „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს და მანქანას კი არა, კენჭსაც არავის მისამართით არ გაისვრიან
- +

25 სექტემბერი. 2021. 16:29

 

„როგორ გულდასმით აქვს გამჯდარი გახარიას „კაგებეშნიკური“ მეთოდები. ატეხეს დილიდან ამბავი, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლესო“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

 

მისი თქმით, ცაგერში „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა აქვს, ხოლო გახარია მსგავსი ინფორმაციების გავრცელებით მალევე იშიფრება.

 

„როგორ გულდასმით აქვს გამჯდარი გახარიას „კაგებეშნიკური“ მეთოდები. ატეხეს დილიდან ამბავი, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლესო, მერე ბრიფინგი ჩაატარეს და „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს, მერე „ნაციონალების“ ტელევიზიებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ ამბავს. რეალურად, ცაგერში „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს და მანქანას კი არა, კენჭსაც არავის მისამართით არ გაისვრიან. ეჰ, გახარია, გახარია, როგორ მარტივად იშიფრება შენი ქოსატყუილები“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner