„განკითხვის ღამე 3" 2016 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომლის პროდიუსერი - „ტრანსფორმერების" რეჟისორი მაიკლ ბეი გახლავთ. ეს ფრენჩაიზის მესამე ნაწილია, რომლის პრესჩვენებაც კინოთეატრში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ფილმის პრემიერა 28 ივლისს შედგება და როლებში ფრენკ გრილოს, ელიზაბეტ მიჩელს, მაიკელტი უილიამსონს და ჯოზეფ ჯულიან სორიას იხილავთ. ამ ჟანრის მოყვარულთათვის „განკითხვის ღამე 3" ივლისის მთავარი კინომოვლენა იქნება. ფილმის მოკლე აღწერა კი ასეთია: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იდეალურ მომავალში, სადაც განკითხვის ღამე ნამდვილ ტრენდად არის ქცეული. მთელი მსოფლიოს ტურისტები ჩამოდიან ამერიკაში: წელიწადის მხოლოდ ერთ ღამეს. აქ ხომ ყველაფერია შესაძლებელი - მთავარია, დილამდე ცოცხალი გადარჩე.
წლის ყველაზე სისხლიანი ღამის შეფასებას საშინელებათა ჟანრის მოყვარულები ხუთშაბათიდან საქართველოს კინოთეატრებში შეძლებთ.