logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა და ეს ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მოხდა
- +

25 სექტემბერი. 2021. 22:13

 

„ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა, რაც საამაყოა ყველა ქართველისთვის. ეს ისტორიული მოვლენაა - ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა და ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით“, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ში პრმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პროგრამა 2022 წლის თებერვალში იწყებს ფუნქციონირებას და გაიხსნება პირველი ლექციით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

 

„ძალიან დიდი ინტერესი იყო ზოგადად ამერიკაში და ჰარვარდში საქართველოს შესახებ და ამ პროექტს ხორცი შეესხა და ეს პროგრამა თებერვლიდან იწყებს ფუნქციონირებას. ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას, ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს. მინდა ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება, რაც საშუალებას მისცემს ამერიკელ და ქართველ მკვლევარებს, ერთობლივი კვლევების განხორციელების მიმართულებით საინტერესო შედეგები მიიღონ.

 

პროგრამა 2022 წლის თებერვალში იწყებს ფუნქციონირებას და გაიხსნება პირველი ლექციით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner