logo_geo
eng_logo
„თალიბანმა“ 4 სავარაუდო გამტაცებელი მოკლა და ცხედრები ჰერათის ცენტრში ჩამოკიდა
- +

26 სექტემბერი. 2021. 10:13

 

 

„თალიბანმა“ მოკლა 4 პირი, რომელთაც, მათი ინფორმაციით, ბიზნესმენი და მისი ვაჟი გაიტაცეს. თავად დაჯგუფების ხელმძღვანელი პირები და ჰერათში მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ მოკლულთა ცხედრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სკვერებში ჩამოკიდეს“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ამწეზე ჩამოკიდებული კაცის ცხედარი, რომელსაც მკერდზე ჰკიდია წარწერა: „გამტაცებლები ასე დაისჯებიან“.

 

რამდენიმე დღის წინ, „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთში დამნაშავეების ფიზიკური დასჯის პრაქტიკის აღდგენას გეგმავს.

 

ავღანეთში „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს, 1996-2001 წლებში, ქვეყანაში ნორმად მიიჩნეოდა დანაშაულებისთვის ფიზიკური დასჯა და სტადიონზე სასიკვდილო განაჩენების აღსრულება. მაგალითად, ქურდობაში ბრალდებულებს ხელს კვეთდნენ, მკვლელებს კი თავში მათი მსხვერპლების ნათესავები ესროდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner