„ესეც გიორგი სამუშიას, ზაზა კვარაცხელიას და ზუგდიდის სამმართველოს სხვა პოლიციელების მიერ ნაბეგვი მე, 2009 წლის 26 აგვისტო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გაბედავა წერს და აქვე ფოტოებს აქვეყნებს.
„დღემდე არ გამოძიებულა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებებიც არსებობს, მოწმეებისაც და ჩემიც, აღძრულია საქმე! დღეს სამუშიას გათავისუფლების მერე მივხვდი, რომ ჩემს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, ამიტომ ვიწყებ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას!" - წერს გაბედავა.