logo_geo
eng_logo
შარლ მიშელმა ე.წ. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობის მონაწილე მხარეებს მოუწოდა, მიიღონ შესაბამისი ზომები სიტუაციის დეესკალაციისთვის
- +

26 სექტემბერი. 2021. 10:15

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ე.წ. კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული დაძაბულობის მონაწილე მხარეებს მოუწოდა, მიიღონ შესაბამისი ზომები სიტუაციის დეესკალაციისთვის და ევროკავშირის ეგიდით მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ.

 

„აუცილებელია, პოლიციის სპეციალური ძალების გაყვანა და ბარიკადების დაშლა, ასევე დიალოგის გაგრძელება ბელგრადსა და პრიშტინას შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, მიროსლავ ლაიჩაკის წინადადების შესაბამისად“, – დაწერა მიშელმა „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner