logo_geo
eng_logo
გერმანიაში ფედერალური არჩევნები იმართება
- +

26 სექტემბერი. 2021. 10:17

 

 

დღეს გერმანიაში ფედერალური არჩევნები იმართება, რა დროსაც მოსახლეობა ახალ კანცლერსა და მთავრობას აირჩევს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად, ანგელა მერკელი საარჩევნო ბიულეტინების მიღმა იქნება. 60 მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის, უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და კენჭისყრა 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

ბოლო გამოკითხვების შედეგად, მერკელის ადგილს მემარჯვენე-ცენტრისტული CDU/CSU-ს კანდიდატი, არმინ ლაშეტი დაიკავებს. გამოკითხვებში, რეიტინგების სათავეში არიან სოციალ-დემოკრატები (SPD) და „მწვანეებიც“. მერკელი მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მთავრობას, რომელსაც ლაშეტი გაუძღვება.

 

ბოლო რამდენიმე თვეა, განხილვის მთავარი თემაა, ვინ შექმნის მომავალ კოალიციას, თუმცა, ამ კითხვაზე, ზუსტი პასუხი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner