გარემოვაჭრეების აქციაზე დიდუბის ბაზრის 50-მდე მოვაჭრე იყო შეკრებილი. ისინი ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მეწილის მიერ კედლის აშენებას აპროტესტებდნენ.
მოვაჭრეების განმარტებით, ეს მშენებლობა მათ საქმიანობას აფერხებს. დაპირისპირება სწორედ აქციის მონაწილეებსა და მერიაში შეხვედრიდან გამოსულ მეწილეს შორის მოხდა. საპატრულო პოლიციამ ბაზრის მფლობელი დააკავა.