logo_geo
eng_logo
ნუნუ მიცკევიჩმა ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
- +

26 სექტემბერი. 2021. 12:13

 

 

 

„რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით წარდგა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, რიგით მე-5 კონფერენციაზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები იღებდნენ მონაწილეობას, ნუნუ მიცკევიჩმა ფრანგულენოვან ქვეყნებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ფრანგული ენის სწავლების კუთხით არსებული ვითარება გააცნო, როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე. მისი თქმით, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ქართულ უნივერსიტეტებში მიიღონ ხარისხიანი განათლება ფრანგული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.

 

ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთთან და სხვა ფრანგულენოვან ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში. მან ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში ჩართულია რამდენიმე ფრანგული და ქართული უნივერსიტეტი, რაც ერთობლივი, ორმაგი ხარისხის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

 

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვთ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF). ექვსი ქართული უნივერსიტეტი არის სააგენტოს წევრი და მონაწილეობს სააგენტოს მიერ ფინანსურად მხარდაჭერილ სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მეცნიერების, საუნივერსიტეტო განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებას. გარდა ამისა, იგეგმება სააგენტოსთან თანამშრომლობის გაფართოება სახელმწიფო დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის Horizon Europe-ისა და Erasmus+-ის ჩარჩო პროგრამებში ერთობლივ მონაწილეობასა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ზრდას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner