logo_geo
eng_logo
რუანდის გენოციდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პატიმრობაში გარდაიცვალა
- +

26 სექტემბერი. 2021. 13:46

 

 

„რუანდის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, ტეონესტ ბაგოსორა, რომელიც 1994 წლის გენოციდში იყო მხილებული და 35-წლიან სასჯელს იხდიდა, გარდაიცვალა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მისი შვილის თქმით, მსჯავრდებული გულის პრობლემებს უჩიოდა, რის გამოც ბამაკოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

 

რუანდის ძალოვანი უწყების ერთ-ერთ ყოფილ მთავარ ფიგურას რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 2008 წელს, ჯერ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, შემდეგ კი, ზოგი ბრალდება მოეხსნა და სასჯელი 35 წლამდე შეუმცირა. მას 89 წლის ასაკში უწევდა ციხის დატოვება. ის მალიში იხდიდა სასჯელს.

 

გენოციდის, 1994 წლის 100-დღიანი მასობრივ მკვლელობების დროს, ​ტუტსისა და ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის 800 000-მდე წარმომადგენელი დახოცეს. მკვლელობები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1994 წლის 6 აპრილს თვითმფრინავი, რომელშიც რუანდისა და ბურუნდის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ, კიგალის აეროპორტში დაშვებისას რაკეტით ჩამოაგდეს. გენოციდის შედეგად, ტუტსის მოსახლეობის 70 პროცენტი განადგურდა, რაც რუანდის მოსახლეობის 10 პროცენტი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner