გურიაში, ოზურგეთი-ჩოხარტაურის ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ფოტო: guria.tv