„გლობალ ალიანსის" და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას - „რა გაწუხებთ?" საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ნანეიშვილი გამოეხმაურა და პროექტი დადებითად შეაფასა.
„რა გაწუხებთ?" უაღრესად კარგი ინიციატივა და შესაშური საქმეა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტი ადრეც უნდა გაკეთებულიყო. ძალიან დიდი და კარგი ინიციატივაა და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ ჯანდაცვის სამინისტროს ამ შესანიშნავ საქმეში. ფაქტობრივად, ეს აქცია ეპიდემიოლოგიურ კვლევასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენთან დაავადებათა სტატისტიკა იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომელიც ექიმებს კონკრეტული დასკვნების გამოტანაში დაეხმარებოდა. აღნიშნული ღონისძიება კი ხელს შეუწყობს სპეციალისტებს, რომ მიზნობრივად გარკვეული პრიორიტეტები გამოკვეთონ", - განაცხადა თემურ ნანეიშვილმა.