logo_geo
eng_logo
სავარაუდო ფარული ჩანაწერებით პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ამბოხი მზადდებოდა - „იმედის კვირის“ ექსკლუზივი
- +

26 სექტემბერი. 2021. 21:49

 

 

პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, კონკრეტული ჯგუფები ამბოხს ამზადებდნენ.

 

„იმედის კვირის“ მიერ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია იმ კრებსებს ეყრდნობა, რომელიც დაზუსტებული არ არის, თუმცა სანდო წყარო ირწმუნება, რომ ის იმ დოკუმენტებიდანა, რომელთა ნაწილიც რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაასაჯაროვეს. ინფორმაცია, რომელსაც წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტები შეიცავს, ყურადსაღებია. ამიტომ, „იმედის კვირამ“ მათი ნაწილის გასაჯაროება და მათი შინაარსის იმ ადამიანებთან გადამოწმება ცადა, რომლებიც კრებსების მიხედვით, დიალოგის მონაწილეები იყვნენ.

 

სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებულია თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც აცხადებს, რომ უღირსი მღვდელმთავრებისაგან ეკლესიის გაწმენდა შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ის დახმარებითა და ხელისუფლების ცვლილებით. ბარნოვის გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო საპატრიარქოს შტურმით აღება და მღვდელმთავრების დაპატიმრება, ხოლო ახალი მღვდელმთავრების კურთხევას შეასრულებდა მსოფლიო საპატრიარქოდან მოწვეული 3 ეპისკოპოსი. მისივე განცხადებით, ეკლესიის სამართავად საკმარისი იქნება 12 მღვდელმთავარი და დიდი ქალაქებისთვის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი,) დამხმარე ეპისკოპოსები.

 

ასევე აღნიშნული კრებსის მიხედვით, თეოლოგი გოჩა ბარნოვი ერთ-ერთი მთავარი გმირია, რომელიც ძირითადად „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებულ მედიის მედია-მენეჯერებთან, მღვდელმთავრებთან და თეოლოგებთან ერთად საერო და სასულიერო ხელისუფლების შეცვლის გეგმებს აწყობდა და განიხილავდა.

 

იმის გასარკვევად, წყაროს მიერ მოწოდებული კრებსიდან რომელიმე დიალოგი ან შეხვედრა შეესაბამება თუ არა სიმართლეს, „იმედის კვირა“ თავად გოჩა ბარნოვს დავუკავშირდით, თუმცა მან შეხვედრას თავი აარიდა.

 

კიდევ რის შესახებ არის საუბარი აღნიშნულ კრებსებში, დეტალები ნახეთ სიუჟეტში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner