„იმედის კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა კახა კალაძესთან. თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა საფეხბურთო კარიერის დასაწყისი გაიხსენა და კიევის „დინამოში“ გატარებულ წლებზეც ისაუბრა.
„ვტიროდი ყველა ვარჯიშის შემდეგ, ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. {მინდოდა} კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა. ბოლოს ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი“, - ამბობს კალაძე.
შემდეგ კი „მილანიც“ გაიხსენა.
„ყოველდღე მიწევდა დამტკიცება, რომ ვიყავი საუკეთესო“, - იხსენებს კალაძე.