უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს თუ რამე „ბნელეთი" არსებობდა, ეს სააკაშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შექმნა.
„ესენი არიან უსინდისოები. შევარდნაძის დროს თუ რამე ბნელეთი არსებობდა, შექმნეს სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმა. მეც ხშირად მეკამათებიან ხოლმე, შენ ხარ შევარდნაძის მინისტრიო. მიხეილ სააკაშვილი 1995 წლიდან სახელმწიფო იერარქიაში იყო მეოთხე კაცი-„მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი. სწორედ მაშინ დააქციეს, დააბნელეს და გააპარტახეს საქართველო. როდესაც ზურაბ ჟვანიამ დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, კიდევ ცდილობენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე დარჩენას. მე კარგად მახსოვს, როგორ უხდიდა სააკაშვილი მადლობას თარგამაძეს კარგად ჩატარებული არჩევნებისთვის. დაანგრიეს, მოშალეს ყველაფერი, მერე გაიძურწნენ და სხვა ფორმით შემოგრიხინდნენ. რომ არა სხვა მოვლენები, შეიძლება უკეთესადაც წასულიყო სიტუაცია. აქ ვგულისხმობ საჯაიას დაღუპვასაც, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ცოტა სხვანაირად წავიდოდა პროცესები", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია „ალიასათვის" მიცემულ ინტერვიუში.