„ვიტყოდი რომ დაუმსახურებელია ჩემთვის, მე არ ვიმსახურებ ალბათ ორჯერ პრემიერ-მინისტრობას, თუმცა ეს პასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
„ამიტომ, სხვა ალტერნატივა არ მაქვს, გარდა იმისა რომ ბოლომდე დავიხარჯო და ყველა ის საქმე ბოლომდე მივიყვანო, რაც გააზრებული, ნაფიქრი მქონდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს, შემდეგ პერიოდში და ახლა, როცა უკვე განახლებული ენერგიითა და ხედვით დავბრუნდი ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.