„დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პატრიარქის დამოკიდებულება ჩემდამი. ყოველთვის მამხნევებდა, ყოველთვის სწორი რჩევა მოუცია ჩემთვის“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.
„პატრიარქი პირველად ვნახე, როდესაც მინისტრად დავინიშნე. შემდეგ მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, საუბარი. ძალიან ბრძენი კაცია. განსაკუთრებული, გამორჩეული ადამიანია და ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. ჩემგან მისი დახასიათება ზედმეტია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორი ადამიანია ჩვენი პატრიარქი. დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, მის დამოკიდებულება ჩემდამი. ყოველთვის მამხნევებდა, ყოველთვის სწორი რჩევა მოუცია ჩემთვის. მახსოვს ძვირფასი საჩუქარი მაჩუქა პატრიარქმა - თეთრი ცხენი მაჩუქა. ყაზბეგში დამპატიჟა. ეს ყველაზე გამორჩეული დღე იყო ჩემთვის. სიურპრიზი გამიკეთა. წინასწარ არ მითხრა. დამპატიჟა ყაზბეგში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.