logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: უუცნაურესად იქცეოდა ეს ადამიანი, არავის უკითხავს და კოკაინზე დაიწყო ლაპარაკი
- +

27 სექტემბერი. 2021. 01:44

 

 

„უუცნაურესად იქცეოდა ეს ადამიანი, არავის უკითხავს და კოკაინზე დაიწყო ლაპარაკი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

 

,,მოიგონა, რომ სამხარაულში პროვოკაციას მიწყობენო და ჩრდილი მიაყენა ძალიან ავტორიტარულ ორგანიზაციას, რაც „ნაცებსაც“ არ უკადრებიათ. ჩავიდა ვენაში და არალიცენზირებულ კლინიკას გააკეთებინა ანალიზი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან გააკეთა, რომელიც საერთოდ არ აკეთებს ამას. როგორც მინიმუმ ჩემში, როგორც ადამიანში სერიოზული კითხვები გაჩნდა. სიტყვა „კოკაინი“ პირველად გახარიამ ახსენა, კაცმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე დაიწყო საუბარი და იმაზე გადაირია. 7 სხვადასხვა ნარკოტიკი იყო და რაღა კოკაინზე ილაპარაკა? ერთადერთი, რაზეც ირაკლი კობახიძე შეიძლება გააკრიტიკო არის უნდა მოეყოლა თუ არა ის ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner