logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ბოკერიასა და მელიაზე დაესვა კითხვები
- +

26 ივლისი. 2016. 17:42

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არაეთიკურსა და არაკორექტულს უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, გიორგი მარგველაშვილი.


აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არაკორექტულია და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner