logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: არ მახსენდება თბილისის მერობის ისე მკაფიოდ გამოკვეთილი ფავორიტი, როგორიც ამჟამად კახი კალაძეა
- +

27 სექტემბერი. 2021. 02:04

 

 

„არ მახსენდება თბილისის მერობის ისე მკაფიოდ გამოკვეთილი ფავორიტი, როგორიც ამჟამად კახი კალაძეა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

 

„ამ წინასაარჩევნო სიტუაციაში ბევრი რაიმეა ისეთი, რაც ადრეც მომხდარა. 2012 წლიდან მოყოლებული ხშირად გაგვიგია, რომ „ოცნებას“ რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა, თვალთვალის მასალაც არაერთხელ გავრცელებულა, დაპირებებიც მოგვისმენია, მათ შორის - სააკაშვილის ჩამოსვლის.

 

მე მგონი ადრინდელებისგან ოთხი რამით არის გამორჩეული ეს არჩევნები - ჯერ ერთი, ადგილობრივი არჩევნები პირველად ტარდება პანდემიის ფონზე, რამაც შეიძლება კიდევ უფრო პასიური გახადოს ამომრჩეველი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში ისედაც პასიურია, მეორე - არ მახსენდება თბილისის მერობის ისე მკაფიოდ გამოკვეთილი ფავორიტი, როგორიც ამჟამად კახი კალაძეა, მესამე - ეს ადგილობრივი არჩევნები დაიტვირთა 43%-იანი ბარიერის თემით, რაც უნიკალურია არჩევნების ქართულ ისტორიაში და არამარტო ქართულში, მეოთხე სიახლეა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ის მცდელობები, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ვიდრე ადგილობრივისთვის.

 

ამდენად, ამ არჩევნებში ადრინდელი ხარვეზების გამეორებაც არის და ბევრი სიახლეც, თუმცა ძნელია ყველა ამ სიახლის შედეგის პროგნოზი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner