logo_geo
eng_logo
ბესო ტყეშელაშვილი თეა წულუკიანს: დღეს შესრულდა ჩვენი ოცნებაც და შესაბამისად თქვენი დანაპირებიც...
- +

27 სექტემბერი. 2021. 02:22

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მოქალაქე ბესო ტყეშელაშვილის წერილს ავრცელებს, რომლის ადრესატი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანია.

 

„ეს პოსტი ეძღვნება თეა წულუკიანს .. თეა წულუკიანი Thea Tsulukiani

ავტორს - ბესო ტყეშელაშვილს  დაებლოკა ძველი გვერდი და მე მთხოვა გადმომეცა  მადლობა და მისი წერილი ... სიამოვნებით ვასრულებ დაკისრებულ დავალებას,️ რადგან ეს ადამიანი მხოლოდ თავის შვილებზე კი არ დარდობდა, არამედ მთელ უბანზე, ბავშვებს სპორტული მოედანი არ აქვთ ახლო-მახლო არსადო... იქნებ ასე ავაშოროთ ნარკოტიკებსო ...

მოკლედ, გილოცავთ ქუთაისელებო.

....

„უღრმესი მადლობა ქალბატონო თეა. თბილისიდან დამეხმარეთ მე, რიგით მოქალაქეს ქუთაისში, შარშან დეკემბერში, თქვენი სახელით განცხადება დამაწერინეთ და დამპირდით დახმარებას-- ქუთაისის ერთ-ერთ უბანს, მინიფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ჰქონოდა... დღეს შესრულდა ჩვენი ოცნებაც და შესაბამისად თქვენი დანაპირებიც... ხოდა ჩემი შვილები როგორაც გახარებულები არიან (მეც რა თქმა უნდა) ისევე იხაროს თქვენმა შთამომავალმაც!!! ვინმემ არ დამიწეროთ პათხალიმიო თორე თავზე დაგახევთ ამ პროექტებს!!

პ.ს. ხანდახან ერთი ცალი ადამიანის ინიციატივაც ახდენადია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner