„იმედის კვირა“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებს შეხვდა, რომლებმაც გაიხსენეს, რამ გამოიწვია დაპირისპირება.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების - კახა ოქრიაშვილის და გიორგი ტატუაშვილის მოყვანილმა ადამიანებმა დაიწყეს.
ამასთან, შემთხვევის ადგილთან ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს როგორ იწყებს დაპირისპირებას ქალბატონი, რომელიც ზურგიდან უახლოვდება სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს და უმიზეზოდ ურტყამს ხელებს ზურგში.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა.
დმანისში მომხდარ დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომხდარს აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი უწოდა.