„ერთადერთი რაც მათ აქვთ, ეს არის პროვოკაციების რესურსი. მათ იციან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა და არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნებზეც აგრძელებს საკუთარი პრაქტიკით მუშაობას. ერთადერთი რაც მათ აქვთ, ეს არის პროვოკაციების რესურსი. მათ იციან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ ძალიან მძიმედ. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ ერთადერთი მათი შანსი არის პროვოკაციებში. თითქმის, დღე არ გასულა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რომ მათ სხვადასხვა რეგიონში პროვოკაცია არ მოეწყოთ, თუმცა ამ პროვოკაციებითაც ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.