logo_geo
eng_logo
ბელა ალანია: ხელს ვადებდი, ვამოწმებდი, სუნთქავდა თუ არა, თბილი იყო თუ არა...
- +

26 ივლისი. 2016. 17:48


 

შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია სოციალურ ქსელში დედაზე სტატუსს აქვეყნებს.

 

 

„მეოთხე კლასში ვიყავი, როცა დედაჩემს ოპერაცია გაუკეთეს. ყოველ ღამე ფეხაკრეფით მივდიოდი მის საწოლთან. ხელს ვადებდი, ვამოწმებდი, სუნთქავდა თუ არა, თბილი იყო თუ არა. მერე გულდამშვიდებული კვლავ ვიძინებდი. ასე მეგონა, თუ ჩამეძინებოდა და არ დავხედავდი, დილით დედა არ მეყოლებოდა. მის სიცოცხლეს ასე ვდარაჯობდი.

ერთხელ, მეორედ, მესამედ სახეზე ხელით შეხებისას დედაჩემს როცა გამოეღვიძა, დილით მითხრა, ისე შეგიშინებია წუხელ სიკვდილი, ცხრა მთას იქით გადაიკარგა და არასოდეს დაბრუნდებაო. ძალიან გახარებული ვიყავი, დავიჯერე მე, სულელმა, რომ გავაქციე „მჭლე კაცი" და ჩემი დამსახურებით გადარჩა დედაჩემი.

არ ვიცი, რამ გამახსენა ამ შუაღამისას ეს ამბავი.

მეოთხე კლასში არ ვარ ახლა, მაგრამ... ნეტავ, მართლა შემეძლოს, დავაფრთხო უდროო, უაზრო სიკვდილი ჩვენი ქვეყნის გზებზე თუ ავტობანებზე... ვიცი, რომ თქვენც ნერვიულობთ ბოლო დროს გახშირებული ცუდი ამბებით",- წერს ალანია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner