logo_geo
eng_logo
მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს
- +

27 სექტემბერი. 2021. 12:50

 

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხურცილავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მარტვილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner