logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: გიორგი გახარია აღმოჩნდა პოლიტიკური შულერი!
- +

27 სექტემბერი. 2021. 16:43

 

ზვიად გამსახურდიას გულანთებული მომხრის როლს თამაშობდა და საბოლოო ჯამში,  ყოფილი კრიმინალი, სამეგრელოს დამრბევი და ამაოხრებელი თემურ გერგაია დანიშნა ხობში შტაბის უფროსად და ყველაზე მეტად მას ეკითხება ჭკუას! - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის უმცროსმა ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

 

გიორგი გახარია აღმოჩნდა პოლიტიკური შულერი! ეს ადამიანი თავისი დღევანდელი მდგომარეობისთვის საკმაოდ ორგანიზებულად, ორკესტრირებულად მოქმედებდა ამდენი ხნის განმავლობაში. თავის გუნდთან ერთად, სხვათაშორის საბანაძე რომ ჰყავს, ცალფაზიანი და ის მეორე, თავის ტროლი რომ ჰყავს ზუსტად იმავე მიმიკებით რომ საუბრობს - ქემოკლიძ ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ ყველაფრისთვის, სამეგრელოს ფაქტორი აიღე თუნდაც.

 

ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან თამაშობდა... ზვიად გამსახურდიას გულანთებული მომხრის როლს თამაშობდა და საბოლოო ჯამში,  ყოფილი კრიმინალი, სამეგრელოს დამრბევი და ამაოხრებელი თემურ გერგაია დანიშნა ხობში შტაბის უფროსად და ყველაზე მეტად მას ეკითხება ჭკუას! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ ეს ორი რაღაცა ვერ თავსდება ერთმანეთთან. გიორგი, შენც საკმაოდ დიდი ცხოვრება გაიარე და ზვიადის პატივისმცემელი იყავი და ხარ დღესაც...

 

და ახლა, შენ როგორ ფიქრობ, სამეგრელოს ამაოხრებელი და დამრბევი თემურ გერგაია როგორ შეიძლება გყავდეს შტაბის უფროსად და თან ზვიად გამსახურდიას იდეების მომხრედ დებდე თავს...

 

 ერთიცაა: გახარია მერე დაყენებული მანერით მიდის ზვიადის საფლავზე, მის ბიუსტთან, ყვავილებით ამკობს და... არავის არ ვუშლი, რა... რა სისულელეა... ზვიად გამსახურდია არ არის მხოლოდ ჩემი კუთვნილება, ის ქვეყნის კუთვნილებაა, მაგრამ ეს ტყუილი არ უნდა თქვა, არ უნდა იკადრო... არ მოსულა... მაგრამ, ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ პირდაპირ გადაიხარა და რა ტყუილზე და რა ნამუსზე ვსაუბრობთ?! - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

 

გიორგი გამსახურდიას სრულ ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთ „ქართულ აზრში.“

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner