logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: ოპერის თეატრში პროცესები სრულიად მიუღებელ ფორმაში გადაიზარდა
- +

26 ივლისი. 2016. 17:50



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ბრიფინგი გამართა.


მინისტრმა ოპერის და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობების დატოვება შესთავაზა.


 

 საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდია ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება. 

 

 მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს ურთიერთბრალდებები კონსტრუქციულ ვითარებაში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა.

 

უწყება ვერ ხედავს  ვერავითარ ნიშანს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, სიტუაცია დარეგულირდება. უფრო მეტიც, პროცესები სრულიად მიუღებელ ფორმაში  გადაიზარდა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს  მმართველ რგოლებს შორის სრულ დისკომუნიკაციას და შეუთანხმებელ ქმედებებს.

 

ამიტომაც, დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თანამდებობა დღის ბოლომდე.

 

თუ, მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მიიღებს  გადაწყვეტილებას  მენეჯმენტის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner