logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიო ბანკის კვლევა მნიშვნელოვანია, როგორც საინვესტიციო მიმზიდველობის, ისე გატარებული რეფორმების შეფასების მიმართულებით
- +

27 სექტემბერი. 2021. 17:08

 

 

„მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა.

 

მსოფლიო ბანკის ეს კვლევა მნიშვნელოვანია, როგორც საინვესტიციო მიმზიდველობის, ისე გატარებული რეფორმების შეფასების თვალსაზრისით, რადგან ის ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს წარმოადგენს და ყოველწლიურად ქვეყნებს რამდენიმე კომპონენტით აფასებს“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული კვლევას მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების შესახებ. „კორუფციის კონტროლის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 45-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის მასშტაბით მე-19 პოზიციაზეა.

 

კვლევის თანახმად, „კორუფციის კონტროლით“ საქართველო უსწრებს ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს( ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი). ჩამორჩება ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნებს (ირლანდია, გაერთიანებული სამეფო და ისლანდია) და რამდენიმე მოწინავე ევროპული ქვეყანას. ექსპერტის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ამ აგრეგატში 8-დან 7-მა შემფასებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროპის საუკეთესო ოცეულში დაგვასახელა, ხოლო „Economist Intelligence Unit“-მა მსოფლიოს 180 სახელმწიფო შეისწავლა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფცია“.

 

გამოკვლეულ ქვეყნებს შორის საქართველო კორუფციისაგან თავისუფლების კომპონენტში მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი - მე-12 ადგილზეა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით 75% მიიღო. ეს 1.5-ჯერ მეტია, ვიდრე ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, ისრაელის, კვიპროსის, სამხრეთ კორეისა და 2-ჯერ მაღალი ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის და თურქეთის შეფასება.

 

საქართველო პოზიციით გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა, აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია. საქართველოს მიმდინარე შეფასება (75%) 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

„ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზე გავიდა. კონტინენტური ევროპის ქვეყნების მიხედვით კი მე-19 ადგილით საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ნატოს წევრ 12 და ევროკავშირის წევრ 8 ქვეყანას, ხოლო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზეა. მიღწეული პროგრესი აქაც თვალსაჩინოა, 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ორგანიზაციისა და კვლევითი ცენტრის მიერ შეფასებულ ამ კომპონენტშიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა და მსოფლიოს 180 ქვეყანაში ბიუროკრატია შეფასდა 2 პრინციპით:

 

  1. ბიუროკრატიის ხარისხი/ინსტიტუციონალური ეფექტურობა და

 

  1. ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება. გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველომ წელსაც ზედიზედ მეოთხედ, შეფასების 100%-იანი სკალიდან 75% მიიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში 17-ე , ხოლო ევროპაში 12-ე პოზიციაზე გავიდა.

 

მისი თქმით, „კანონის უზენაესობის“ მიხედვით, სადაც მთავრობის მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა/პატივისცემა ფასდება, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს.

 

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, თურქეთში და ა.შ. ამასთან, საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა.

 

რეგულაციების ხარისხისმიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გავიდა. „აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტებით ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით. ქვეყნის პროგრესი ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner