logo_geo
eng_logo
გეკა ზედელაშვილი: ბოლო-ბოლო, გაიარე, კოჭი გააგორე!
- +

27 სექტემბერი. 2021. 18:21

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„გაფუჭებული ,,პლასტინკა''!

 

ჩემი ღრმა რწმენითა და თანამედროვე გაგებით, მამუკა ხაზარაძე კონცერტებს უნდა მართავდეს სტადიონებზე. მეტროებთან და მით უფრო მეტრო ,,მარჯანიშვილთან'' ხალხი არ ეტევა, ნამეტნავი სივიწროვეა, სუნთქვა ჭირს. ამასთან, არ არის სათანადო აკუსტიკა.

 

ახლა კი სერიოზულად!

 

ეს ფულის ტომარა ყოველ საღამოს ტელევიზორში მოსთქვამს, საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, მოსახლეობის 99% სიკვდილს იქითა ზღვარზეაო.

 

ყველაფრის შავად წარმოჩენა რომ ამისი ე.წ. პოლიტიკაა, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ასე მიაჩნია, თუ ქვეყანაში ქარი ქრის, ,,სკვაზნიაკია'', წვიმს, თოვს, ჭყაპია, ჭექა-ქუხილია, მაშინ რა ამღერებს...ან კი საერთოდ ვის სჭირდება ამისი უნიჭოდ შესრულებული სიმღერები?!

 

ჰა, ამიხსენით, ბატონო, ვის სჭირდება თქვენი უნიჭო ღნავილი?

 

შე ოჯახაშენებულო, თუ თავის გამოჩენა გინდა, წადი, მშიერი დააპურე, ხე დარგე, გაჭირვებულს ხელი გაუწოდე, მრავალშვილიანს ბინა აუშენე, რომელიმე სოფელში წყალი გაიყვანე, გზა დააგე, გლეხებს ფერმა გაუკეთე... სესხებზე პროცენტები დაუკელი, მომხმარებელთა ისტორიებს გადახედე, ზოგს ვალი გაუნახევრე, ზოგს გაუუქმე, ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია ვალდებული, საქმე აკეთოს?!

 

ბოლო-ბოლო, გაიარე, კოჭი გააგორე!

 

ხალხო!

 

ერთი შეხედეთ - მაშ, ეს ნორმალურია?!

 

გაფუჭებული ,,პლასტინკა'' ესა!!!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner