logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ქალბატონ ვეტერანებს ქალთა დღეს მიულოცავენ
- +

6 მარტი. 2016. 22:19





ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით, ხვალ, 7 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და მოადგილეები მთელი დღის განმავლობაში ვეტერან ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს მიულოცავენ.


ირაკლი შიხიაშვილი 11:00 საათზე წიგნის „უკვდავებას"  ავტორს, ვეტერანს ნარგიზა ლომთაძეს ოჯახში ესტუმრება და პირადად მიულოცავს დამდეგ 8 მარტს.


სამსახურის დირექტორის მოადგილეები მიხეილ ხომერიკი, ზაზა მესხი და ჯანდრი უბირია კი უხუცესს ქალბატონ ვეტერანებს სახლში ეწვევიან და მიულოცავენ ქალთა დღეს.  რეგიონების მასშტაბით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ქალბატონ ვეტერანებს ქალთა დღეს მიულოცავენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner