logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ნამდვილად არ მეგონა
- +

26 ივლისი. 2016. 17:52


 

ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ნამდვილად არ მეგონა",- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა „პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ზეწოლის მცდელობა, სამართალდამცავების ჩართვით, მისი ოჯახის წევრზე განხორციელდა.


მეჭიაურის თქმით, თუ პრეზიდენტის მიერ ნათქვამი განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, მის წინააღმდეგ, სამართალდამცავების ცილისწამებისთვის, შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს.

ხოლო, რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება, მეჭიაურის თქმით, ეს განცხადება მისი მხრიდან პოლიტიზირებული ნაბიჯია.


უმაღლესი თანამდებობის პირი ამაზე კი არ უნდა საუბრობდეს, უნდა იღებდეს შესაბამის ზომებს, იმიტომ რომ, თუ ის არის დაუცველი, მაშინ მოქალაქე მით უფრო დაუცველი იქნება. ამიტომაც, ამაზე საჯარო რეაგირება უნდა მოხდეს. ხოლო, თუ ცილს სწამებს სამართალდამცავებს, მაშინ უნდა დაიწყოს მის წინააღმდეგაც ასევე პროცედურები. თუ სინამდვილეა ეს ამბავი და ზეწოლას მართლა ახორციელებენ, მაშინ უნდა დაისაჯონ ისინი. გამოძიებული უნდა იქნას ეს ყველაფერი.

 

პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სახეა და გამომდინარე აქედან, თუ მის წინააღმდეგ ხდება ფაქტები, რომლებიც დაადასტურებენ მასზე ზეწოლას თუ დაშანტაჟებას, ამის გამოძიება მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. რა თქმა უნდა, პაპუაშვილის მხრიდან ეს განცხადება პოლიტიზირებული ნაბიჯი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ამ პოლიტიკური სვლის დროს, აფიქსირებ ისეთ ფაქტს, რომელსაც მართლა ჰქონდა ადგილი",- განაცხადა  მეჭიაურმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner