ავტორი გიორგი მამაცაშვილი
რაც ირაკლი კობახიძესთან იკადრა ნიკა მელიამ, სირცხვილია!
მეტიც: დანაშაულია!
დიახ! დანაშაულია და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის წინაშე, არამედ ქართველი ამომრჩევლის წინაშე!
მეგის ქარდავას პოლიტიკური პარტნიორი და მიხეილ სააკაშვილის ხელისბიჭი(!) დემოკრატიულობაზე მორალს გვიკითხავს და ქალაქის მერის პოსტზე კენჭს იყრის. არადა, ჩვეულებრივი ხულიგანია და პროვოკატორი!
სახელოვანი ექიმი მამის(!) უსახელო შვილი უსირცხვილოდ იქცევა და პოლიტიკური დებატებიდან გაქცეული ქუჩური „რაზბორკებით“ იწონებს თავს.
თუმცა, საკუთარი მამა გაწირა(!) და ისეთ პოლიტიკურ ორომტრიალში ჩააბა, მე მრცხვენია მათ მაგივრად და რაღა უნდა გაგვიკვირდეს...
არადა, ამ პოსტის დაწერაც ძნელია ჩემთვის...
გამომცემლობა „სამშობლოდან“ ჟურნალისტების ძალადობრივი და უკანონო გამოყრის გასაპროტესტებლად ჩემი შიმშილობისა და სააკაშვილის ჯალათური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, 2008 წელს, ფიზიკურად დასუსტებულს პირველად ანზორ მელიამ გამომიწოდა დახმარების ხელი.
არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი.
ეს მისი ცხოვრებისეული კრედო გახლდათ.
მაშინ სააკაშვილის კატეგორიული მოწინააღმდეგე გახლდათ ბატონი ანზორი...
მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმაც ჩაიარა და ბევრმა უჯიშომაც გრუ-ს გენერლის, თემურ ალასანიას დისშვილის პირად სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი თავი.
ანზორ მელიაზე ვწერდი თავში...
ძნელია ამ ანზორ მელიას შვილზე წერა ჩემთვის.
ძნელია ბევრის სიცოცხლის არაერთგზის გადამრჩენელი ანზორ მელიას შვილზე ჩემგან ამის თქმა, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას:
ნიკა მელია ნაძირალა პროვოკატორია!
და ვიდრე მსგავსი პროვოკაციების მომსწრენი ვიქნებით...
და ვიდრე არ მიიღებს ეს ქვეყანა და ეს პარლამენტი კანონს ცილისწამების შესახებ...
და ვიდრე ჟურნალისტური და პოლიტიკური ეთიკა მინიმუმამდე მაინც არ მიუახლოვდება ჭეშმარიტად ევროპულ სტანდარტს...
და ვიდრე მეგის ქარდავას და დიმიტრი შაშკინის პოლიტიკური და იდეური შთამომავლები საკუთარ ადგილს არ იპოვიან ამ სახელმწიფოში...
და ვიდრე ლომაია-რანკოვიჩი-ახალაიას ხროვის ჯალათები მინიმუმ მერაბიშვილის მსგავსად არ აგებენ პასუხს...
და ვიდრე ადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელისბიჭები მორალს წაგვიკითხავენ...
და ვიდრე გიგა ბოკერია სულხან მოლაშვილის წამებისთვის პასუხს არ აგებს...
და ვიდრე პაიჭაძე-თუთბერიძის აჩრდილი იტრიალებს ქართული ჟურნალისტიკის სათავეებთან...
და ვიდრე, თამაზ წივწივაძეს დავესესხები და, „სოკოცუანა“ ლევან ბერძენიშვილისა და უტიაშვილის კვესიტაძის იმედად იქნება ინტელექტუალური საზოგადოება...
და ვიდრე..
არაფერი არ გვეშველება!
არაფერი!
კრიმინალმა და ხულიგანმა პასუხი უნდა აგოს!
ცილისმწამებელმა პასუხი უნდა აგოს!
ცრუ ბრალდებების გამჟღერებელმა პასუხი
უნდა აგოს!
პოლიციელზე ხელის ამწევმა გრიგოლ
ვაშაძემ პასუხი უნდა აგოს!
სახელწიფო ინსტიტუტებზე შტურმით მისვლის მსურველმა პასუხი უნდა აგოს!
თავგასულმა მელიამ პასუხი უნდა აგოს!
კრიმინალმა უგულავამ პასუხი უნდა აგოს!
სულის ამოხდით რომ გვემუქრებოდა, იმ კაცმაც პასუხი უნდა აგოს!
დღეს რომ ძუძუს გოჭივითაა გატრუნული და მისი ხმა აღარ ისმის...
უგულავას და არველაძის დავალებით, გამომცემლობა „სამშობლოს“ დამრბევმა და ასობით ჟურნალისტის სულში ჩამფურთხებელმა გრიშა ბაიბურთმა პასუხი უნდა აგოს!
მიუხედავად მისი მამის, ცნობილი ჟურნალისტის ვან ბაიბურთის კაიკაცობისა!
2008 წლის აგვისტოში, მწერალთა სახლის დამრბევებმა პასუხი უნდა აგოს!
2006 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასობით პროფესორ-მასწავლებელს შეურაცხმყოფელმა ჯალათებმა პასუხი უნდა აგოს!
ძალიან ბევრმა პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრი და უმძიმესი დანაშაულისთვის და მერე კოლექტიურ ნიკანორ მელიებსაც ეცოდინებათ, რომ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს და მათი ფაშისტურ-ჯალათური ხულიგნობის მპატიებელი არავინ არ იქნება!