„ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ისინი საუბრობენ რადიკალიზაციაზე, ქაოსის შემოტანაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა ასეთ დროს უფრო მობილიზებული იქნება ჩვენი ამომრჩეველი. ბუნებრივია, არავის უნდა ქაოსი და არეულობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ თავისუფლად შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგის გაუმჯობესება“, - აღნიშნა კობახიძემ.