არსებობს ასეთი ლეგენდა თეთრი და შავი არაგვის შესახებ.
ოდესღაც კავკასიონის უმაღლეს მთაზე ცხოვრობდა ორი ულამაზესი და, ერთი - ქერა, მეორე - შავგვრემანი. დებს საბედისწეროდ ერთი უფლისწული შეუყვარდათ, რომელმაც არჩევანი ქერა დაზე შეაჩერა.
ეს რომ გაიგო შავგვრემანმა, დაჯდა უფსკრულის პირას, იტირა - იტირა და მისი ცრემლების ნაგუბარზე წარმოიშვა მდინარე - შავი არაგვი, შემდეგ თვითონაც უფსკრულში გადაეშვა. როდესაც მეორე დამ შეიტყო საყვარელი დის დაღუპვის ამბავი, თვითონაც მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, იტირა - იტირა და მისი ცრემლების ნაკადიდან წარმოიშვა მდინარე - თეთრი არაგვი. ქერა დამაც მდინარეში ჩაიქცია თავი.
დებს იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ უერთმანეთოდ ვერ გაძლეს და ორი არაგვიც ფასანაურთან ერთმანეთს უერთდება.
ორ არაგვს შორის გაწოლილი მთა უფლისწულიაო, ამბობს ლეგენდა.